Thursday, June 24, 2010



  ბარბის ისტორია 1959 წელს დაიწყო, როდესაც პოლონელმა ემიგრანტმა რუთ ჰენდლერმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა ნიუ-იორკის ბაზრობაზე წარმოადგინეს თოჯინის სრულიად ახალი ტიპი _ გრძელი ფეხებითა და დიდი ბიუსტით. ბარბის ერთ-ერთი პროტოტიპია ეროტიკული კომიქსების მიხედვით შექმნილი გერმანული თოჯინა, სახელად ბილდ ლილლი, ხოლო სახელი ბარბიმ რუთის გოგონა ბარბარასგან მიიღო.

"კარიერის" დასაწყისში ბარბი საკმაოდ ცუდად იყიდებოდა და კრიტიკასაც კი იმსახურებდა თავისი მკვეთრად გამოხატული ქალური ფორმების გამო (მანამდე ბაზარზე თოჯინების უმეტესობა წარმოდგენილი იყო თოჯინა-ახალშობილის ან თოჯინა-ბავშვის სახით), თანდათნობით გაყიდვებმა იმატეს. 1959 წლის ბოლოსთვის 350 ათასი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ხოლო სულ რაღაც 4 წელიწადში Mattel-ი აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შევიდა.

დღეისთვის ბარბის გარეგნობაზე 50 დიზაინერი და 12 საშტატო პარიკმახერი მუშაობს, ხოლო მის უფლებებს 100-ზე მეტი იურისტი იცავს. სულ ამ კომპანიაში 35 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული მსოფლიო მასშტაბით. წლიური გაყიდვებიდან 90% თოჯინის ახალ მოდელებზე მოდის, რომელიც დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ქერა ფოტომოდელი. ბარბიმ ასზე მეტი პროფესია შეიძინა, იყო სტიუარდესაც, პალეონტოლოგიც, აერობიკის ინსტრუქტორიც, ტელეწამყვანიც და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერიც. იგი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელიც იყო: იტალიელი, იაპონელი, კორეელი, აფროამერიკელი და ესკიმოსიც კი. ბარბის გარდერობი რეგულარულად ივსება არმანის, ჟივანშის, კელვინ კლაინის, დიორის, ვივიენ ვესტვუდისა და სხვა კუტურიების შექმნილი სიახლეებით.

ბარბი ყველაზე პოპულარული თოჯინაა ევროპულ ქვეყანათა უმრავლესობასი, სერიოზული კონკურენტის, თოჯინა Bratz-ის პოპულარობის მიუხედავად, რომლის გაყიდვებმაც 2005 წელს ბარბისას გადააჭარბა. თუმცა მისი პოპულარობა არც მსოფლიოს სხვა ნაწილებშია ნაკლები: მაგალითად, ბარბით 72% პუერტორიკოელი და 49% ჩილეელი ბავშვი თამაშობს. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე მუსულმანური ქვეყანააა, როგორებიცაა საუდის არაბეთი და ირანი, მაგრამ იქაც კი დახლებიდან ამ სათამაშოს გაქრობა ვერ მოახერხეს.
ბარბის ერთ-ერთი პროტოტიპია გერმანული თოჯინა სახელად ბილდ ლილლი (Bild Lilli), შექმნილი ეროტიული კომიქსების მიხედვით, ხოლო სახელი ბარბიმ რუთის გოგონასგან ბარბარასგან (Barbara) მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ”კარიერის” დასაწყისში ბარბი საკმაოდ ცუდად იყიდებოდა და კრიტიკასაც კი იმსახურებდა თავისი მკვეთრად გამოხატული ქალური ფორმების გამო (აქამდე ბაზარზე უმეტესობა თოჯინების წარმოდგენილი იყო თოჯინა-ახალშობილის ან თოჯინა-ბავშვის სახით). ერთი სიტყვით ბარბის თოჯინამ უდიდესი წარმატება მოიპოვა.

,,ბარბი" - ბიზნეს წარმატება


          ბარბი იყო პირველი სათამაშო, რომელსაც ჰქონდა მარკრტინგული სტრატეგია. ბარბის 2010 წელს 51 წელი შეუსრულდა, რაც დიდი წვეულებით აღინიშნა. მას ჰქონდა აგრეთვე ძალიან კარგი სატელევიზიო რეკლამა. სწორედ ამის შედეგია რომ ბარბის თოჯინა 51 წლის შემდეგაც წარმატებით იყიდება მსოფლიოს 150 ქვეყანაში.ამჟამად, საშულოდ, 1 ამერიკელ გოგონას ჰყავს 12 ბარბის თოჯინა ჰყავს, ინგლისელს -10, იაპონელს -8...
         ბარბის კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ბარბის თოჯინას გამოშვების შემდეგ გამოუშვეს მისი აქსესურები. მაგ.: ტანსაცმელი, წიგნები, სამკაულები და სხვა ნივთები.
       თუმცა ბარბის თოჯინასაც ჰქონდა გარკვეული ხნის მანძილზე წარუმატებლობა. ის ფსიქოლოგებმა დაიწუნეს ზედმეტად მკვეთრად გამოხატული ქალური სხეულის გამო.
1985 წელს მხატვარმა ენდი უორჰოლმა სპეციალურად ბარბისათვის შექმნა ნახატები, რითაც ბარბი კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდა.
       ბარბი მოგვიანებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის სერიალებში, ანიმაციურ ფილმებსა და თამაშებშიც კი გამოჩნდა. მაგ.: ,,Barbie As The Island Princess", ,,Barbie In The Princess & The Pauper", ,,Barbie In The Nutcracker".